დგებუაძე მამია ილიას ძე

დგებუაძე მამია ილიას ძე (4. VIII. 1927, სოფ. დიდი ჭყონი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 16. VII. 2011, თბილისი), ფიზიოთერაპევტი, კურორტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1974), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976). 1952 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრაზე (1974–98 იყო კათედრის გამგე, 1998-იდან კათედრის პროფესორი). იყო პროფილაქტიკური მედ. და ადამიანის ეკოლ. მეცნ. აკად. წევრი (1994). დ. შეისწავლიდა რევმატიულ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის საკითხებს და სხვ. სამედ. უნ-ტის სტუდენტებისათვის გამოსცა სახელმძღვანელო „ფიზიოთერაპია და კურორტოლოგია" (1994). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).