ებნისი

ებნისი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ნარეკვავის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1000 მ, დუშეთიდან 12 კმ. 229 მცხ. (2002). სოფელი დასახლებულია ადრინდ. შუა საუკუნეებიდან. ე. შედიოდა გრემისხევში. XVI ს-ში ეკუთვნოდა მუხრანბატონებს. 1865-იდან დუშეთის უბნის ჭილურტის სასოფლო თემში შედიოდა. ცხოვრობდა 68 კომლი. სოფელში დგას XIX ს. დარბაზული ეკლესია, ხოლო სოფლის აღმ- ით ტყეში – IX–X სს. მაცხოვრის ეკლესია.