დგებუაძე ლევან ნიკოლოზის ძე

დგებუაძე ლევან ნიკოლოზის ძე (1896, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 1924, თბილისი), საქართველოს 1921–24 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. ამავე მოძრაობის ცნობილი წარმომადგენლის ნ. დგებუაძის ძმა. დაამთავრა ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1916). სწავლობდა თბილისის სახელმწ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე. 1917-იდან იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი. 1918–21 – საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ეროვნ. არმიის ოფიცერი; საქართვ.- სომხ. ომის (1918), 1921 თებ. კოჯორ-ტაბახმელასთან რუს. მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლების, საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ანექსიის (1921) შემდეგ 1921–24 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე. 1922–24 იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული. მონაწილეობდა 1924 აგვ. საერთო-ეროვნ. აჯანყების (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924) მომზადებაში. 1924 სექტ. დააპატიმრეს და დახვრიტეს თბილისში.

ლ. ურუშაძე