დადიანი ჯოდორ მიხეილის ძე

დადიანი ჯოდორ მიხეილის ძე (22. VIII. 1922, სოფ. აბედათი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 10. VII. 1998, თბილისი), პედაგოგი. პროფესორი (1991), პედ. მეცნიერებათა საზ. აკად. (ახლანდ. განათლების მეცნ. აკადემია) ნამდვ. წევრი (1995), ამავე აკადემიის ჟურნ. „მოამბის" მთ. რედაქტორი (1998). 1945 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა მარტვილის, დმანისის, გუდაუთის რ-ნების განათლების განყოფილებათა სასკოლო ინსპექტორად, ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად. 1961-იდან იყო ი. გოგებაშვილის სახ. პედ. ეროვნ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1989-იდან – წამყვანი მეცნ. თანამშრომელი. იკვლევდა ქართ. ენისა და ლიტ-რის სწავლების მეთოდიკის საკითხებს.

თხზ.: ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., 1968; ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედების სწავლება, თბ., 1981; აკაკი წერეთელი, თბ., 1990; ილია ჭავჭავაძე, თბ., 1997; ქართველი რომანტიკოსები, თბ., 1998.

კ. მაჭარაშვილი