დადიანი ქეთევან მიხეილის ასული (26. II. 1915, ქუთაისი, – 24. VIII. 1992, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1948), ეკონომიკის დარგში სამეცნ. ხარისხის მქონე პირველი ეკონომისტი ქალი საქართველოში. 1937 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1944–55 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1970–89 ხელმძღვანელობდა საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სხვადასხვა განყოფილებას. სამეცნ. მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედ. საქმიანობას (1950–70). დ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, რ-ებიც ეხება ქვეყნის ეკონ. სპეციალიზაციისა და კომპლ. განვითარების, მეურნეობის დაგეგმვის, მართვისა და პროგნოზირების საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა რეგიონების – ავტონ. რესპუბლიკის, ოლქის, ქალაქის, რაიონის მეურნეობის კომპლ. განვითარების გეგმის შედგენის მეთოდიკა. იგი ითვლება საგარეო ეკონ. კავშირების კვლევის ერთ-ერთ პიონერად საქართველოში.
ლიტ.: ქეთევან დადიანი, თბ., 2006.
გ. ყუფუნია