დადიანი ოტია ელიზბარის ძე (15. III. 1838, სენაკი, – 7. VI. 1915), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1900). ახალგაზრდობიდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. 1881 პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მსახურობდა ალექსანდროპოლის (სომხეთი) და ქუთ. გუბერნიის ოზურგეთის მაზრების უფროსად.
დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.