დადიანი ლულუ სევერიანის ასული

ლ. დ ა დ ი ა ნ ი  „ხიდი". 1976

დადიანი ლულუ სევერიანის ასული (დ. 14. VI. 1942, თბილისი), ფერმწერი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის (1964) და ხელოვნ. (1973, პედაგოგი ჯ. ხუნდაძე) ფაკ-ტები. ამავე წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1988), შტუტგარტი (გერმანია, 1989, 1991), ოიპენი (ბელგია, 1992), მაინცი (გერმანია, 1995) და სხვ. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „კითხვის ნიშანი" (1988, მხატვრის კუთვნილება), „ნიღბები" (1990, კერძო კუთვნილება), „შემოდგომის ყვავილი" (1994, კერძო კუთვნილება), „რილკეს X ელეგია" (1994, მხატვრის კუთვნილება), „ხის დაბადება", „კარიატიდა" (1990, კერძო კუთვნილება) და სხვ. თარგმნა რ. მ. რილკეს „დუინური ელეგიები" (ვენა, 1998; ავსტრ. სახელმწ. კანცელარიის პრემია, 2000). დ-ის ნამუშევრები ინახება საქართვ. ეროვნულ გალერეაში, ქ. ჰალეს მხატვართა კავშირის მუზეუმში, ბოსენის ხელოვნ. ცენტრში (გერმანია) და სხვ.