დადიანი იოსებ იულონის ძე

დადიანი იოსებ იულონის ძე (1863, სენაკი, – 1937, პარიზი), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1917), საქართვ. ეროვნ. საბჭოს (1917–19) და საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (1919–21) წევრი ეროვნ.-დემოკრ. პარტიიდან. 1921– 37 ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და პეტერბურგის სამთო ინ-ტი (1886). იმავე წლიდან ეწეოდა აქტ. სამრეწვ. და საზ.-პოლიტ. საქმიანობას. 1901 იყო საქართვ. სოციალ.-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და წევრი (1917-მდე). 10-იან წლებში მუშაობდა ბაქოში ნობელების ნავთობ- გადამამუშავებელი ფირმის ინჟინრად. იყო ბაქოს ქართ. სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1917 დაბრუნდა სამშობლოში. ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ დ. იყო პოლიტ. ემიგრანტი (ცხოვრობდა პარიზში) და აქტ. იღვწოდა საქართვ. გათავისუფლებისათვის. 1921–37 იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არჩეული იყო „ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის" წევრად. 1924 დ-ის აქტ. მონაწილეობით პარიზში დაარსდა ქართ. ეროვნ. პოლიტ. ორგანიზაცია „თეთრი გიორგი". თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ პრესასთან.

ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი  ალ., თავადი იოსებ დადიანი (1863–1937), ჟურნ. «სამშობლო », პარიზი, 1937, №21–22.

ლ. ურუშაძე