დადიანი ივანე

დადიანი ივანე (იოვანე), ერისთავთერისთავი XI ს. შუა წლებში, დადიანების საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი, რაც წერილობითი წყაროებითაა დამოწმებული. დ. „ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებულია იმ დიდებულთა შორის, რ-ებიც ლიპარიტ ბაღვაშმა ბაგრატ IV-თან შინაომის დროს ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო. დ. მოხსენიებულია ასევე XI ს. ერთი ხელნაწერის ანდერძმინაწერში, რ-იც თავის დროზე ნიკორწმინდის ეკლესიაში ინახებოდა.

თ. ბერაძე