დადიანი ვარდან

დადიანი ვარდან, საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XII ს. II ნახევარში. თამარ მეფის კარზე ეჭირა თავდაპირველად ჩუხჩარხის (სამხ. უწყების მოხელე), შემდეგ მსახურთუხუცესის თანამდებობა. დ-მა აქტ. მონაწილეობა მიიღო გიორგი რუსის (იხ. იური ანდრიას ძე) გასამეფებლად დიდგვაროვანთა მიერ მოწყობილ აჯანყებაში. მისი თაოსნობით მოიყვანეს გიორგი რუსი ტაოდან დას. საქართველოში და მეფედ აკურთხეს. აჯანყების დამარცხების შემდეგ დ-მა მსახურთუხუცესობა დაკარგა და აქტ. პოლიტ. ცხოვრებას ჩამოშორდა.

ლიტ. იხ. სტ-თან დ ა დ ი ა ნ ე ბ ი.

თ. ბერაძე