დადიანი გიორგი (ეგორ) ლევანის (ლეონტის) ძე

დადიანი გიორგი (ეგორ) ლევანის (ლეონტის) ძე (1683, ზუგდიდი, – 12. VI. 1765, მოსკოვი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1725). სამეგრელოს მთავრის ლევან IV დადიანის ვაჟი. სანქტ-პეტერბურგში ჩასული ერთ-ერთი პირველი ქართველი, რ-იც კარგად დაეუფლა რუს. ენას, ასრულებდა დიპლ. დავალებებს, მთარგმნელისა და თარჯიმნის მოვალეობას. რუს. სამეფო კარსა და მოსკოვში ემიგრირებულ ქართველთა შორის მოლაპარაკებების დროს უძღვებოდა მიმოწერას საქართველოსთან. ცოლად შეირთო რუს. არტილერიის გენ.-ფელდცოიხმაისტერის, ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის ქალიშვილი სოფიო. დ. „დადიანოვების" მოსკოვის შტოს დამფუძნებელია. თავისი სახსრებით მონაწილეობა მიიღო მოსკოვში სუხარევის კოშკის განახლებაში. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის მირქმის ტაძარში.

გ. კალანდია

ნ. ჯავახიშვილი