დადიანი ბედან (ბედიან) ჯუანშერის ძე

დადიანი ბედან (ბედიან) ჯუანშერის ძე, ოდიშის ერისთავი XIII ს. შუა წლებში. მხარში ედგა ცენტრ. ხელისუფლებას მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში. 1259–61 დავით VI ნარინს ეხმარებოდა მონღოლთა წინააღმდეგ და დას. საქართველოში მეფის ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ჰქონდა დავით VI-ის სამეფო კარის მანდატურთუხუცესის ტიტული. ლიტ. იხ. სტ-თან დ ა დ ი ა ნ ე ბ ი.

თ. ბერაძე