აფენი

აფენი, სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. აფენის ნაპირზე. სოფლის საკრებულოს ცენტრი (სოფლები: ა., ბაღდადი, გვიმრიანი, ზემო ნაშოვარი, ონანაური, ფოდაანი, ქვემო ნაშოვარი, ჭაბუკიანი). ზ. დ. 240 მ, ლაგოდეხიდან 23 კმ. 2,0 ათ. მცხ. (2014).

სოფელშია გვიანდ. შუა საუკ. ეკლესია „წმინდა გიორგი“.