„აფსნი“

„აფსნი“, ბუნებრივად მოტკბო წითელი ღვინო. ამზადებენ აფხაზეთში გავრცელებული წითელი ყურძნის ჯიშებისაგან. შეიცავს 9–10% (მოცულობითი) სპირტს, 3–5% შაქარს, ტიტრული მჟავიანობა 5–7 გ/ლ. აქვს ბროწეულის ფერი, ჰარმონიული გემო. საერთაშ. კონკურსზე მიანიჭეს ვერცხლის მედალი.

ა. სირბილაძე