მეტრეველი საბა შოთას ძე

ს. მეტრეველი


მეტრეველი საბა-ფირუზ შოთას ძე (დ. 29. VII. 1970, სოფ. რიონი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი (2004). 1989–94 სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე; 1990–93 – ამავე უნ-ტის ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტის უცხ. ენების განყ-ბაზე გერმ. ენის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილ. 55-ე საჯარო სკოლაში (1994–2007), პეტრე იბერის რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნ-ტში (1994–95), თსუ-ში (2003–06), მცირე აკადემიაში (2005–07), აგრარულ უნ-ტში (2011). პერიოდულად თანამშრომლობდა გაზ. „თბილისსა“ (1995 – 97) და „ქართულ უნივერსიტეტთან“ (1999–2003); საზ. რადიოსა (2008–18) და საპატრიარქოს რადიო „ივერიასთან“ (2007–11). 1998-იდან არის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი; 2014-იდან – საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის პროფესორი; 2021-იდან – საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ქართ. ენციკლოპედიის ენის, ლიტ-რისა და ხელოვნების რედაქციის წამყვანი სამეცნ. რედაქტორი; 2023-იდან – ამავე რედაქციის გამგე.

-ის სამეცნ. ინტერესისა და კვლევის სფეროებია: ლიტ-რის ისტორია, კრიტიკა, ქართ. დრამ. თეატრის ისტორია და ესთეტიკა. ავტორია მონოგრაფიებისა ქართულ აგიოგრაფიაში: „აგიოგრაფიული სიტყვა და ლოგოსი“ (2000), „ქართული აგიოგრაფიის (IV–X) იკონოგრაფიული სახისმეტყველება“ (2008), «წმინდა ასურელ მამათა „წამება - ცხოვრებანი“» (2014), „ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები – აგიოგრაფია“ (2020); XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში: „კომუნისტური აგიოგრაფია“ (2015), „ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი“ (2018), „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ (2022). -ის თეატრმცოდნეობითი ნაშრომებია: „მსახიობის სიტყვათმეტყველება“ (2009), „ტრაგიკული ტალანტი“ (2012), „თამაშის ხელოვნება“ (2016), წიგნი-ალბომები: „ლამზირა ჩხეიძე“ (2019) და „ზინაიდა კვერენჩხილაძე - 90“ (2022). მის სახელთანაა დაკავშირებული გ. ჩოხელის დამკვიდრება ქართ. თეატრში, კერძოდ, -ის ინსცენირებით 2015 წლის 2 ოქტომბერს ს. ახმეტელის დრამ. თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „ბედისწერის თეატრი“ (გ. ჩოხელის მოთხრობების მიხედვით).

თხზ.: ილია და აკაკი, თბ., 2011; გამოლოცვანი, თბ., 2017; ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2023.

 

მ. თუშიშვილი