თაყაიშვილი ვარლამ სიმონის ძე (1850, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1934, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1905). ე. თაყაიშვილის ძმა. დაამთავრა გენ.-შტაბის აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. 1895–1903 იყო თავდაპირველად ციმბირის, შემდეგ კავკასიის სამხ. ოლქის მიმოსვლის გზების უფროსი. 1903– 06 მეთაურობდა 115-ე ვიაზმის ქვეით პოლკს, იყო ელიზავეტპოლის დროებითი გენ.-გუბერნატორი. 1906-იდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.