თორთლაძე სულიკო სპირიდონის ძე

თორთლაძე სულიკო სპირიდონის ძე (20. XI. 1919, ქუთაისი, – 9. V. 1982, იქვე), სპორტსმენი, კალათბურთელი. სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი (1967). დაამთავრა თსუ და ქუთაისის პედ. ინ-ტი. თამაშობდა ქუთ. „დინამოში" (1938–40; 1944) და თბილ. „დინამოში" (1945–52). სსრკ-ის ჩემპიონი (1950), მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ-ის თასის მფლობელი (1949). მისი აღზრდილები არიან: ზ. საკანდელიძე, მ. ქორქია, ნ. დერიუგინი, ზ. გრძელიძე.

გ. დარსაძე