თუმანიშვილი დავით ეგნატეს ძე (1780 – გ. წ. უცნობია), პოეტი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა რუსეთში. 1826 მიიღო ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი. თ-ის შემოქმედებას აშუღური პოეზიის დაღი აზის. თემატურად მისი ლექსები ერთფეროვანია, ძირითადია სატრფიალო მოტივი. აღსანიშნავია თ-ის დამსახურება ქართ. ლიტ-რის პოპულარიზაციაში. მან გადანუსხა და მოკაზმა მრავალი ქართ. ხელნაწერი.
ლიტ.: მ ი ქ ა ძ ე გ., დავით თუმანიშვილი, «ლიტერატურული ძიებანი», 1963, [ტ.] 14; რ უ ხ ა ძ ე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954; საარქივო მასალები XIX საუკუნის 70-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების შესახებ (თუმანიშვილების წერილები), ე. აბრამიშვილის გამოც., თბ., 1965.
გ. მიქაძე