თუმანიშვილი გიორგი გიორგის ძე

თუმანიშვილი გიორგი გიორგის ძე (29. VII. 1880 – 26. X. 1917), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). ინფანტერიის გენერლის გ. ი. თუმანიშვილის შვილი. განათლება მიიღო თბილ. კადეტთა კორპუსში და სანქტ-პეტერბურგის კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელში. სამხ. სამსახურში იყო 1898-იდან. 1909 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის გენ. შტაბის ნიკოლოზის აკადემია (I თანრიგით). 1911–12 იყო ყარსის ციხესიმაგრის შტაბის სამწყობრო განყ-ბის უფროსი, 1912–14 – 24-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1916 მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1915–17 იყო გენ. შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი. 1917 დანიშნეს სამხ. მინისტრის თანაშემწედ. 1917, ოქტომბრის გადატრიალების დროს, მოკლეს პეტროგრადში.

დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

მ. გოგიტიძე