თედორაძე ომარ მიხეილის ძე

ო. თედორაძე

თედორაძე ომარ მიხეილის ძე (დ. 14. V. 1948, სოფ. თოკი, ახლანდ. ასპინძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ინჟინერ-მექანიზატორი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000). 1972 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1978 მუშაობა დაიწყო სა­­ქართვ. აგრ. უნ-ტში. 1980 აირჩიეს მოსავლის ამღები მანქანების კათედრის გამგედ. 2005–06 იყო აგროსაინჟ. ფაკ-ტის დეკანი და სოფ. მეურნ. მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსი. 2008–10 ხელმძღვანელობდა სა­ქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული მართვის დეპარტამენტს, ხოლო 2010-იდან – ამავე სამინისტროს ტექ. და ტექნოლოგიების სამმართველოს. შეთავსებით ლექციებს კითხულობდა საქართვ. ტექ. უნ-ტის სატრანსპ. და მანქანათმშენებლობის ფაკ-ტზე. თ-ის ძირითადი შრომები ეხება მცენარეული მასის ჭრის თეორიას და შესაბამისი მანქანების კონსტრუქციების სრულყოფას. ავტორია პრაქტ. რეკომენდაციებისა ფერმერთათვის და სახელმძღვანელოებისა აგროსაინჟ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. მიღებული აქვს 17 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. არჩეულია სომხეთისა და აზერბაიჯანის აგრ. უნ-ტების საპატიო დოქტორად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002).

თხზ.: მცენარეული მასალების ჭრისა და დაქუცმაცების პროცესების ოპტიმიზაცია, თბ., 1991 (თანაავტ.: რ. მახარობლიძე, ჯ. მარგო­შვი­ლი).