თაქთაქიშვილი მიხეილ ოთარის ძე (დ. 23. IX. 1949, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიურ მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994). 1970 დაამთავრა თსუ. სადიპლომო ნაშრომი შეასრულა იენის (გერმანია) სახელმწ. უნ-ტში. 1969-იდან მუშაობდა თსუ-ში დოცენტის, 1994– 95 – პროფესორის თანამდებობაზე.
1995 საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. მუშაობდა აიოვას უნ-ტში, სხვადასხვა კომპანიაში უფრ. მეცნ.მკვლევრად, ნაც. გამოთვლით ცენტრში – სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტების დირექტორად. 2012 დაბრუნდა საქართველოში. ამჟამად მუშაობს სკოლაში (European School) ქიმ. მასწავლებლად და სამედ. აკადემიაში ბიოქიმიის მიწვეულ პროფესორად ინგლისურენოვან სექტორში. კვლევის ძირითადი მიმართულებაა ნუკლეინის მჟავების ქიმია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა წამყვან საერთაშ. ჟურნალებში.
თხზ.: Reactions of 4/6 Amide-Lactam Function of Nucleic Bases (review), «Биоорганическая химия», 1993, v. 19 (11); Recognition and Inhibition of HIV Integrase by Novel Dinucleotides, «Journal of American Chem. Society», 2000, v. 24 (თანაავტ.: : V. Nair, N. Neamati, S. Pal, Y. Pommier).