თაქთაქიშვილი თამარ შალვას ასული (17. III. 1928, თბილისი, – 17. XI. 2005, იქვე), მომღერალი (ლირ. დრამ. სოპრანო). საქართვ. სახ. არტისტი (1975). 1951 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). 1951–73 თბილ. საოპერო თეატრის სოლისტი იყო. 1973-იდან აქვე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ვოკალურ-სცენური ოსტატობა. შესრულებული აქვს მრავალი საინტერესო, შთამბეჭდავი სახე (საოპერო პარტია), რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი”, „დაისი”), მზია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია”), ლერწამისა (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი”), ტოსკა, ბატერფლაი (ჯ. პუჩინის „ტოსკა”, „ჩიო-ჩიოსანი”), ნედა (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები”), მარგარიტა (შ. გუნოს „ფაუსტი”), ლეონორა (ჯ. ვერდის „ტრუბადური”), სოფია (ს. პროკოფიევის „სემიონ კოტკო”) და სხვ. 1976-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე