თაქთაქიშვილი გიორგი მიხეილის ძე

თაქთაქიშვილი გიორგი მიხეილის ძე (14. IV. 1902, განჯა, – 16. XII. 1977, თბილისი), მუსიკოსი (ვიოლონჩელისტი) და პედაგოგი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946), პროფესორი (1949). 1926 დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. კონსერვატორია. აქვე, ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, დაიწყო პედ. მოღვაწეობა. 1925–38 კონსერვატორიასთან არსებული მუშფაკის დეკანი იყო, 1932–33 – კონსერვატორიის დირექტორის მოადგილე. 1944-იდან მოღვაწეობდა კამერული ანსამბლის კათედრაზე (1949–77 ამ კათედრის პროფესორი). თ. იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების” შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი (1922), თბილ. მუს. ათწლედის (ამჟამად ზ. ფალია­შვი­ლის სახ. სამუსიკო გიმნაზიის) დირექტორი (1938–49). იყო პირველი ქართ. სა­ხელმწ. სიმებიანი კვარტეტის წევრი (1928–38). იკვლევდა ქართ. საშემსრულებლო ხელოვ­ნების ისტ. საკითხებს. ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობასაც.

თხზ.: ევგენი მიქელაძე, თბ., 1968 (თანაავტ. გ. წულუკიძე); სკოლა ვიოლონჩელოსათვის, ტ. 1–2, თბ., 1959–60.