თევდორე

თევდორე, „კ ა მ ა რ ა თ ა მ წ ე რ ა ­ლ ი", X ს. ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. 940 მას დაუხატავს ე. წ. „ჯრუჭის პირველი ოთხთავის" კამარები და მინიატიურები (ხელ­ნა­წერ­თა ეროვნული ცენტრი). ხელნაწერის პირველ ფურცლებზე თ-ს სახელი ორჯერაა მოხსენიებული. კამარებთან ერთად თ-მ დახატა მინიატიურა: ოთხივე მახარებელი – მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე; აგრეთვე ღვთისმშობელი ყრმით, ბრმის განკურნება, ეშმაკეულის განკურნება, განრღვეულის განკურნება. თ. დახელოვნებული მხატვარი იყო. მისი მინიატიურები გამოირჩევა ოსტატობითა და არტისტიზმით. მიუხედავად შუა საუკუნეების მხატვრობის პირობითობისა, სხეულთა მოძრაობაში, რაკურსებში, სამოსლის ხაზებში იგრძნობა ცოცხალ ნატურაზე დაკვირვება, ელინისტური მხატვრობის ტრადიციების გამოძახილი. მინიატიურების კოლორიტი მუქია, თავშეკავებული. თ. ძირითადად იყენებს ყავისფერს, შინდისფერს, მოყავისფროს, მოლურჯო-ლილისფერს, ნაკლებად – ოქროსფერს, კარმინს, ყვითელს, მწვანეს. თ. X ს. ერთადერთი ქართვ. მხატვარ-მინიატიურისტია, რ-ის სახელი ჩვენთვის ცნობილია.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; შ მ ე რ ლ ი ნ ­გ ი  რ., ქართულ ხელ­ნაწერ­თა მორთულობის ნიმუშები, თბ., 1940; B r o s s e t  M. F., Rapports sur un voyage archéologique..., livr. 3, SPb., 1851. .

ვ. ბერიძე