თედოწმინდა

თედოწმინდა, სოფელი გორის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტინისხიდის თემში (შიდა ქარ­თლის მხა­რე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ლიახვის ­მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 670 მ, გორიდან 3 კმ. 541 მცხ. (2002).

თ-ში 1724 ქართველებსა და ოსმალებს შორის მოხდა ბრძოლა, რ-იც ქართველთა დამარცხებით დასრულდა. სოფლის შუაში დგას XVIII ს. ცილინდრული, რიყის ქვით ნაგები გარსევანიშვილების კოშკი. სოფლის დას-ით, სასაფლაოზე რიყის ქვითა და აგურით ნაგები გვიანდ. შუა საუკუნეების წმ. თევდორეს ერთნავიანი ეკლესიაა, რ-ის კონსტრუქციულად მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ადგილები ქვიშაქვის კვადრებითაა ამოყვანილი. საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში ქვით ნაგები სატრაპეზოა. ეკლესია შიგნით გადახურულია კამარით. სოფლის დას-ით, 1 კმზე, მთაზე გვიანდ. შუა საუკუნეების ნასოფლარია.