გურჯაანი

ქალაქი გურჯაანი
გურჯაანის გერბი (2010-იდან)

გურჯაანი, ქალაქი (1934-იდან) აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდ.- აღმ. მთისწინეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, ბაკურციხე – თელავის საავტ. გზაზე. სარკინიგზო კვანძი (თბილისი – თელავის რკინიგზის ხაზს გ-ში გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება). ზ. დ. 400 მ, თბილისიდან 111 კმ. 10 ათ. მცხ. (2002). ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. საშ. წლ. ტემპ-რა 12,4ºC, იანვ. საშ. ტემპ-რა 0,9ºC, ივლ. 23,6ºC. ნალექები 800 მმ წელიწადში. გ-ში არის ღვინის (მ. შ. სააქციო საზ-ბა „გურჯაანი-1929" ), სპირტის, საკონსერვო, ყველ-კარაქის ქ-ნები, აგრეთვე ადგილ. მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. მოსახლ. უმთავრესად ჩაბმულია სას.-სამ. შრომაში (მევენახეობა-მებაღეობა). არის საჯარო, სამუსიკო, სამხატვრო და სპორტ. სკოლები, ბ-კები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის სახ. ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, საბრძოლო დიდების მემორ. მუზეუმი, სახალხო თეატრი, კულტ. ცენტრი „გურჯაანი". სამედ. დაწესებულებები. ქალაქშია ტალახით სამკურნალო ბალნეოლ. კურორტი ახტალა . გ-ში მოქმედებს წმ. სამების გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის საკათედრო ტაძარი.

ვ. ჯაოშვილი

„გურჯაანი"