თორი

თორი, თორნი აბჯრის საუკეთესო სახე ძველ საქართველოში „ტანსაცვამი რკინისა ჯაჭვივით" (ს.-ს. ორბელიანი). თ. მთლიანად ლითონით იყო დამზადებული. იცავდა მებრძოლის თორაკს – მკერდს, ბეჭებსა და კიდურებს. თ-ის შემადგენელი ლითონის ნაწილები ერთმანეთთან ჯაჭვით იყო დაკავშირებული. თ-ით შეჯავშნულს თოროსანი ეწოდებოდა, იგი კარგად იყო დაცული. თ. ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების შემდეგაც იხმარებოდა.

ლიტ.: ჩოლოყაშვილი კ., ქართული საჭურველი. ჯაჭვი, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1956 ტ. 19 В; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ნაკვ. 3–4, თბ., 1962.

კ. ჩოლოყაშვილი