თოთი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. თერგის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 2120 მ, სტეფანწმინდიდან 8 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის.
თ-ის მთა-ბარი არაგვის ერისთავის მოურავის შიოლა ღუდუშაურის საკუთრებას წარმოადგენდა. მან XVII ს. I მეოთხედში აქ დაასახლა ოსები. ღუდუშაურების პრივილეგიური მდგომარეობის დაქვეითების შემდეგ თ. გადასულა ყაზბეგების ხელში. 1865 თ. შედიოდა მთიანი ოლქის სიონის სასოფლო თემში, სადაც ცხოვრობდა 6 კომლი.
ლიტ.: ითონიშვილი ვ., ხევის ტოპონიმიკა, თბ., 1971; Документы по истории Грузии, т. 1, Тб., 1954.
ჯ. გვასალია