ლაბაძე ნესტორ დარისპანის ძე

ლაბაძე ნესტორ დარისპანის ძე (28. I. 1899, სოფ. საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 15. IX. 1957, თბილისი), გენერალ-ლეიტენანტი (1944), II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. საქართველოსა (1938–46) და ტაჯიკეთის (1946–54) სსრ-ების სასაზღვრო ოლქების ჯარების უფროსი. 1940-იდან – გენ.-მაიორი.

დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.