ლაბახუა არქიფო მირონის ძე (15. V. 1910, სოფ. რეკი, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1992, თბილისი), აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1953–57). აფხაზეთის ასსრ-სა და საქ. სსრ დამს. ინჟინერი. 1936 დაამთავრა სტალინის სახ. მოსკოვის სამთო ინ-ტი მაღაროთა მშენებლობის სპეციალობით. 1936–53 მუშაობდა ტყვარჩელის მაღაროთა სამმართველოში. 1959–75 იყო საქართვ. მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1976-იდან – საქ. სსრ სასოფლო მშენებლობის მინისტრის უფროსი მრჩეველი, 1954–58 – საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1951–59 – აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევისა და 1959–80 – საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.