ლაბირინთის ობობა

ლაბირინთის ობობა (Agelena labyrinthica), ფეხსახსრიან ცხოველთა სახეობა ძაბრიანი ობობების ოჯახიდან. ლ. ო. მცირე ზომისაა; სხეულის სიგრძე 18 მმ; მოშავო მუცელს ცენტრში გასდევს მკრთალი ხაზი. ზურგიდან გამოიმუშავებს აბლაბუდას და უკან დახევით ნიადაგთან ახლოს ბალახებსა და დაბალ ბუჩქებს შორის აბამს ქსელს (დიამეტრი 50 სმ), რაც ქმნის გვირაბების ლაბირინთს (აქედან წარმოდგება მისი სახელიც), სადაც ობობა იმალება.

ლ. ო. ფართოდ არის გავრცელებული მთელ პალეარქტიკაში, რეგისტრირებულია საქართველოშიც, კერძოდ, მანგლისში, სადაც იგი 1961 აღმოაჩინა ქართველმა არაქნოლოგმა თ. მხეიძემ.