დუნთა

დუნთა, სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის თემში (იმერეთის მხარე), რაჭის ქედის სამხრ. მთისწინეთში. ზ. დ. 600 მ, საჩხერიდან 3 კმ. 211 მცხ. (2002).

დ-ში არის მარმარილოს საბადო. სოფელი პირველად იხსენიება XV ს. შუა წლებში დამოწმებულ გიორგი მეფის სიგელში. დ-ში შემორჩენილია მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია. XIX ს-ში იგი გადაუკეთებიათ და გაუდიდებიათ.

სოფლის ჩრდ-ით მაღალ გორაკზე, გორიჯვრის შუა საუკ. ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია, ეკლესია ნაშენია თლილი ქვითა და კირით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.