ლაბოდა

ლაბოდა, ხეობის ტიპის მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ზოფხიტურის (რიონის მარცხ. შენაკადი) სათავეში. მყინვარის ექსპოზიცია სამხრ.-დასავლეთისაა. ლ-ის სიგრძეა 2,7 კმ, ფართ. – 2,0 კმ², სიმაღლე ზ. დ. 4000 მ, ფირნის ხაზის სიმაღლეა 3220 მ. მყინვარის ენა ეშვება 2429 მ-ზე. ლ-ის ნაწილი დაფარულია მორენებით. მისასვლელი გზა სოფ. ღებიდან.