ლაბსყალდის ოთხთავი, ეტრატზე ნუსხურით შესრულებული სახარების ხელნაწერი (XII–XIII სს.). ყდა შემკულია მოოქრული ვერცხლის ჭედურობით, ტექსტი – მახარებელთა მინიატიურებით. ტექსტის რედაქცია ეკუთვნის გიორგი მთაწმიდელს. ხელნაწერს დართული აქვს სხვადასხვა დროის ანდერძ-მინაწერები. დაცულია სვანეთის ისტ. და ეთნოგრ. მუზეუმში (სიემ, მესტია 71; H-2075, XII ს.).