დუნკელ-ველინგი

დუნკელ-ველინგი, XIX ს. რუსი მწერალი, ჟურნალისტი.

1860 იყო თბილისში. აღწერს თბილისის, როგორც გაევროპელებული ბურჟ. ქალაქის ცხოვრებას. იძლევა 1864 სტატისტ. მონაცემებს თბილისის მოედნების, ქუჩების, მიწისქვეშა არხების, ბაღების შესახებ. დ.- ვ-ის ცნობით, იმ დროისათვის თბილისში იყო 212 ქუჩა და 10 მოედანი, აქედან მოკირწყლული ყოფილა 56 ქუჩა და 5 მოედანი.

ავტორი წერს გაზის ფარნების შემოღების შესახებ: „თბილისის ხიდები, ქუჩები და მოედნები ნათდება ამჟამად 302 ფარნით,რომელსაც აქვს კაშკაშა სინათლე... გაზს ღებულობენ სითხის (ნავთობის) წვის შედეგად..." აქვს ცნობები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, მათ მიერ ხილის, ბოსტნეულის წარმოების, რძის ყოველწლიური მოხმარების, ამქრების, ხელოსნების, სავაჭრო საქონლის თაობაზე.