ლაგვანთა, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ონის მუნიციპალიტეტში (საკაოს თემი), მდ. საკაურის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1120 მ, ონიდან 4 კმ. 72 მცხ. (2014).
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. ვახუშტი ბატონიშვილის რუკებზე აღნიშნულია ლაგვათას, ხოლო ი. გიულდენშტედთან – ლ-ის სახელწოდებით. სოფელში შემორჩენილია ფეოდ. ხანის ციხე-დარბაზისა და ეკლესიის ნანგრევები.
თ. ბერაძე