ლაგოდეხის თამბაქოს საცდელი სადგური, ა. მიქოიანის სახ. თამბაქოსა და წეკოს საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა, დაარსდა 1928. ინ-ტში იკვლევდნენ ამიერკავკასიაში თამბაქოს აგროტექ. საკითხებს. 1936-იდან ეწოდა ლ. თ. ს. ს. და მისი მუშაობა საქართვ. ტერიტორიით შემოიფარგლა. სადგურში იკვლევდნენ თამბაქოს აგროტექნიკის, დაავადებებთან, მავნებლებსა და სარეველებთან ბრძოლის საკითხებს, მიმდინარეობდა სელექციური მუშაობა ახალი ჯიშების გამოსაყვანად. ლ. თ. ს. ს-ს ჰქონდა 2 ლაბორატორია: აგროტექ. და ქიმიზაციის, სელექცია-მეთესლეობის; მუშაობდა 2 ჯგუფი: მექანიზაციისა და მცენარეთა დაცვის. სადგურს ეკავა 204 ჰა.
ამჟამად არ ფუნქციონირებს.
ა. ზაქარიაძე