ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ბუნების, ისტორიისა და ყოფის ამსახველი მუზეუმი ლაგოდეხში, დაარსდა 1975. მუზეუმის ფონდში ძირითადად დაცულია ისტ. ჰერეთისა და მიმდებარე ტერიტ-ზე არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, თიხისგან დამზადებული ნივთები – სამკაული, სამუშაო იარაღი, მონეტები; წარმოდგენილია აგრეთვე მხარის ეთნოგრ. ფოტომასალა, სულ 3668 ექსპონატი.
მუზეუმს აქვს 5 საგამოფენო დარბაზი, მათგან 2 ეთმობა არქეოლოგიას, 1 – ეთნოგრაფიას, 1 – ნუმიზმატიკას, მე-5 დარბაზში პერიოდულად ეწყობა ფოტო, ინდრეწვის ოსტატებისა და პროფესიონალ და მოყვარულ მხატვართა გამოფენები.
მუზეუმში დაცული არქეოლ. მასალა მოიცავს ძვ. წ. მე-4 ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდს. იგი წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, ბრინჯაოს იარაღებითა და სამკაულებით. ეს არტეფაქტები მოპოვებულია როგორც არქეოლ. გათხრებით (მსხალგორის სამონასტრო კომპლექსი, ბაისუბნის სამეურნეო ნაგებობა და ჭიაურის ენეოლითის ხანის ნამოსახლარი), ისე შემთხვევითი მონაპოვრითა და შემოწირულობით. ერთი დარბაზი მთლიანად ეთმობა მსხალგორის არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებულ არტეფაქტებს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1IV, თბ., 2021.