ლაგოდეხის სახალხო თეატრი, 1939 ლაგოდეხში დაარსდა მოყვარულთა თეატრი (ხელმძღვ. რ. ქართველიშვილი), რ-საც 1940–47 ეწოდებოდა საკოლმეურნეო თეატრი. 1947 თეატრმა მცირე ხნით სახელმწ. თეატრის სტატუსი მიიღო. 1951 შეიქმნა დრამ. წრე, რ-მაც 1957 თბილ. საკავშ. ფესტივალზე წარადგინა სპექტაკლი „ჩემი შვილი სიმონი", რის შემდეგაც მიენიჭა სახ. თეატრის წოდება.
1939–84 დაიდგა ლ. სუმბათაშვილის „ტირიფების ქვეშ", გ. ბეგაშვილის „სადგურის უფროსი", პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", ა. ყაზბეგის „ციცია" (რეჟ. რ. ქართველიშვილი); ე. გივიშვილის „კარგი ამხანაგები", ე. ვარსკის „გზააბნეული შვილი" (რეჟ. ა. ალაზნისპირელი); მ. მრევლიშვილის „შავი წიგნი" (რეჟ. ნ. დეისაძე); ა. ყაზბეგის „ელეონორა", ა. სამსონიანის „ჩემი შვილი სიმონი", ი. ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ" (რეჟ. ვ. თანდაშვილი); ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული" (რეჟ. ვ. კაბლელი) და სხვ.
1985–2022 ლ. ს. თ-ის რეჟისორი იყო გ. ჯიბლაძე. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია: გ. გორხელაშვილის „ალხანა და ჩალხანა", ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!", გ. გოდერძიშვილის „რკინის კარს უკან", დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი", რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს", ლ. თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია", ნ. დუმბაძის „კუკარაჩა", ა. ცაგარლისა და ქ. ბახუტაშვილის „ძველი ვოდევილები", გ. ვერულეიშვილის "ბაჩუნე" და სხვ.
2022-იდან თეატრის რეჟისორია რ. კერვალიშვილი.
1981 დრამ. თეატრის შენობა დაიწვა. ამჟამად იგი ფუნქციონირებს კინოთეატრ „სინემას" შენობაში.
ლ. ს. თ-ის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მტვერით მოწამლულები" (რეჟ. თ. ბართაია, 2018).
თ. კახიანი