ლ.

ლ. ქართული ანბანის მეთერთმეტე (ძვ. ქართ. ანბანის მეთორმეტე) ასო. მისი სახელია „ლასი“; გრაფიკული სიმბოლო ლატერალური სონორი ფონემისა. ასომთავრულში იწერება ꭌ. მისი მოხაზულობა წრისა და ხაზების კომბინაციაა, რ-იც კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური –  კუთხოვანი ფორმისაა, მარჯვნივ გადახრილი და ოთხხაზოვანი სისტემის შუა ორ ხაზშია მოთავსებული. მხედრულში ლ-ს საყრდენი ფეხი აქვს და ქვედა სამ ხაზს შორის იწერება. ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ოცდაათს (30).

ლ-ის გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.