ლეღვა, სოფელი იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემი), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. წყალწითელის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 470 მ, ტყიბულიდან 14 კმ, 118 მცხ. (2014). სოფელში გამოვლენილია სამკურნალო გოგირდიანი წყალი. დატანილია ვახუშტი ბაგრატიონის შესაბამის რუკებზე „ლეღვის“ სახელწოდებით.