ლეღვანი, სოფელი იმერეთის რეგიონის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., დიდვაკე, მარელისი, პატარა სახვლარი), მდ. ლეღვანურის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 510 მ, ხარაგაულიდან 11 კმ. 679 მცხ. (2014). სოფელში არის ბუნებრივი ტბა და სამკურნალო მნიშვნელობის გოგირდიანი წყლები, ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლები – 200-წლოვანი ცაცხვები და მუხები. წერილობით წყაროებში XVIII ს. I ნახევრიდანაა დამოწმებული. სოფელში შემორჩენილია გვიანდ. ფეოდალური ხანის კოშკის ნანგრევები.
თ. ბერაძე