ლეშვნილი, მწვერვალი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სვანეთის ქედის დას. ნაწილში, მდინარეების – ლაჰილისა და ლეშნურის (ენგურის სისტემა) სათავეებში, ზ. დ. 3900 მ. აგებულია პალეოზოურ-ტრიასული ნალექებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. მწვერვალისკენ გზა ადის მდინარეების – ლაჰილისა და ჯუდარის (ცხენისწყლის აუზი) ხეობებიდან.