ლეშვნილი

ლეშვნილი, უღელტეხილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სვანეთის ქედის დას. ნაწილში, მწვერვალებს – უსქურსა და ლეშვნილს შორის, ზ. დ. 3061 მ. აგებულია ქვედაიურული ფიქლებით. დაფარულია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. ლ., საცალფეხო გზით აკავშირებს მდ. ცხენისწყლის ხეობას (ლენტეხი) მდ. ენგურის ხეობასთან (მესტია).