ლეშკაშელი ვლადიმერ თედორეს ძე

ლეშკაშელი ვლადიმერ თედორეს ძე (10. VII. 1929, სოჭი, რფ, – 19. XII. 1991, იქვე, 1994 გადმოასვენეს თბილისში), გენერალ-მაიორი (1974). აღმ. გერმანიაში საბჭ. ჯარების დაჯგუფების მოტომსროლელი დივიზიის მეთაური (1972– 74); ციმბირის სამხ. ოლქის შტაბის უფროსის I მოადგილე (1974–80); ზამბიის რესპ. პრეზიდენტის მთ. სამხ. მრჩეველი (1980–82). ჩრდ. კავკ. სამხ. ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე (1982–91).

ლ. დოლიძე