დურგლიშვილი მერაბ გიორგის ძე

დურგლიშვილი მერაბ გიორგის ძე (6. IX. 1928, თბილისი, – 18. IV. 1993, იქვე), ფერმწერი, დიზაინერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1966).

დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1959; პედაგოგები: უ. ჯაფარიძე, კ. სანაძე). 1954–56 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში.

1958–62 იყო სამხატვრო ფონდის მთ. მხატვარი. 1962-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „სახურავები" (1962, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), „წითელი მთები" (1964, მხატვრის კუთვნილება) და სხვ.