ლეწურწუმე, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ნაგვაზუ, ჯუმითი) მდებარეობს მდ. ხობისწყლის მარჯვ. ნაპირზე. სოფელში ასევე ჩამოედინება მდ. სქურჩა, ქორთუ და ჯაღრაფონი. ზ. დ. 220 მ, ჩხოროწყუდან 3 კმ, 80 მცხ. (2014). სოფლის გორაკ-ბორცვები ძირითადად აგებულია კირქვებით, ამიტომაც ლ-ში მრავალი მღვიმე და კირქვული წარმონაქმნია. სოფელში არის სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856–58) მემორიალი.