ლეხაინდრავო

ლეხაინდრავო, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ნოჯიხევი, სტეფასდაბალი). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ. აბაშასა და მდ. ნოღელას შორის. ზ. დ. 114 მ, მარტვილიდან 10 კმ. 754 მცხ. (2014).