დური ეფენდი

დური ეფენდი, XVIII ს. თურქი სახელმწიფო მოხელე.

მას ეკუთვნის სპარსულად დაწერილი თხზულება „ისტორია მოგზაურობისა ავღანეთსა და სეფიანთა სახელმწიფოში" („თარიხი სეიაჰ დერ ბეიანი ზუჰური ავღანიან ვე ინჰიდამი დევლეთი სეფევიან", 1731), რ-იც XVIII ს. 30-იან წლებში გამოაქვეყნა იბრაჰიმ მუთეფერიკამ. თხზულება საუკეთესო წყაროა XVIII ს. II მეოთხედის ირან-ოსმ. და საქართვ. ისტორიისათვის.

მასში უხვადაა მოცემული ცნობები ამ პერიოდში ირანში მოღვაწე ქართველებზე (გიორგი XI, ქაიხოსრო ბატონიშვილი და სხვ.). საყურადღებო ცნობებია ვახტანგ VI-ზე. თხზულებაში მოთხრობილია სეფიანთა ირანში ავღანელთა შემოსევებისა და მათ წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში ქართველთა მონაწილეობის შესახებ.

ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა  ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ნ. შენგელია