ლეხზირი

ლეხზირი, უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3750 მ. ლ-ის უღელტეხილით მდ. ენგურის ხეობა დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან (ყაბარდო-ბალყარეთი). მისთვის დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.